|
2016-06-17 16:34:38, 4368 ნახვა
კულტურა
თბილისში სალოტბარო სკოლების დღე გაიმართება
19 ივნისს, თბილისი სალოტბარო სკოლების დღეს უმასპინძლებს. 12:30 საათზე სალოტბარო სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II დალოცავს. 14:00 საათზე, ილიას ბაღში სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. ეს იქნება ერთგვარი საანგარიშო მოსმენა-კონცერტი, რომელსაც დაესწრებიან: ანზორ ერქომაიშვილი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი-გიორგი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან. სალოტბარო სკოლებს საჩუქრად გადაეცემათ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქათველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გამოცემული ალბომები, ცნობილი ქართველი შემსრულებლების აუდიო ჩანაწერები და სხვა. ღონისძიების მხარდამჭერია კომპანია ,,IDS ბორჯომი საქართველო" . „სალოტბარო სკოლების დღე მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ეს გახლავთ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახლადგახსნილი, 14 სკოლებისთვის, პირველი საანგარიშო მოსმენა-კონცერტი. კოცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგება 400 მოსწავლე“, - აღნიშნავს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსი თამარ ახობაძე: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით 2014 წლიდან ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები, რომელშიც მსურველები უფასოდ შეისწავლიანქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. დღესდღეისობით, საქართველოს მასშტაბით 17 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს (წალენჯიხა, ხობი, ფოთი, ამბროლაური, ოზურგეთი, ლენტეხი, მესტია, ბორჯომი, თეთრიწყარო, ზესტაფონი, ყვარელი, ონი, ბაღდათი, დუშეთი, კასპი, გორი, ახალქალაქი) რომელშიც 700-მდე ბავშვი სწავლობს.სკოლებში ასწავლიან საუკეთესო/გამორჩული/ცნობილი ადგილობრივი ლოტბარები და რეგენტები.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)