17:51 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 09:43:35, 956 ნახვა

სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

შსს-ს აჭარის  პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე კარინა გ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული პირი ბათუმში, იჯარით აღებულ სასტუმროში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.

სამართალდამცველებმა სასტუმროს მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics