2016-06-16 12:41:56, 712 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ფონიჭალაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „ექსპრესნიუსს“ კრწანისის რაიონის გამგეობიდან აცნობეს, ცეცხლი გულბანის 23 ნომერში დღეს დილით გაჩნდა და 120 კვ.მ-ზე გავრცელდა.
მათივე ცნობით, დამწვარია ორი საცხოვრებელი სახლი. ხანძრის შედეგად მსუბუქი დამწვრობა მიიღო ერთმა მამაკაცმა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. გულბანის ქუჩაზე იმყოფებოდნენ კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი და გამგეობის წარმომადგენლები. დაზარალებულებს გამგეობა დროებითი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან