2016-06-16 12:05:03, 634 ნახვა
საზოგადოება
მარნეულში 50 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსში ბინა გადაეცემა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი მარნეულში დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და „მენაშენეების პროექტის“ ფარგლებში შესყიდული ობიექტის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ შპს „ნოვო“-სგან, კონკურსის საფუძველზე, 50 ბინა შეისყიდა.
მათივე ცნობით, კორპუსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება და 50 დევნილი ოჯახი ახალი ბინის მფლობელი გახდება.
ქართველი მენაშენეებისგან სამინისტრომ ჯამში 774 ბინა გამოისყიდა, მათ შორის 461 თბილისში, ხოლო 313 სხვადასხვა რეგიონებში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან