2016-06-15 21:58:27, 762 ნახვა
საზოგადოება
სოფი ლორენის დასახვედრად ოპერასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა
ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო ოპერასთან უამრავი ადამიანია შეკრებილი. ისინი იტალიელ კინოვარსკვლავ სოფი ლორენს ელოდებიან.
მსახიობი თბილისში გუშინ დილით ჩამოფრინდა. იტალიელი კინოვარსკვლავი ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.
„სიყვარულისთვის“ - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომლის ავტორებიც მომღერალი ნინო სურგულაძე და სოფი ლორენის ვაჟი - კარლო პონტია.
მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ სპექტაკლში მთავარ პარტიებს ნინო სურგულაძე და ნინო ანანიაშვილი შეასრულებენ.
წარმოდგენა მსოფლიოში აღიარებულმა რეჟისორმა მარკო განდინმა დადგა. სპექტაკლს კარლო პონტი უდირიჟორებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან