2016-06-15 19:10:42, 1052 ნახვა
საზოგადოება
ბიზნესმენი ალიკა დავითაძე ბათუმში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმში, გავლენიანი ბიზნესმენი ალიკა დავითაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ბიზნესმენის ცხედარი საკუთარ სახლში ორი დღის წინ იპოვეს, ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ის მოკლულია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზა, რაც გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.
ცნობისთვის, ალიკა დავითაძე აჭარაში ერთ-ერთი გავლენიანიანი ბიზნესმენი იყო და ის ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული დღემდე არაერთ ბიზნესს ფლობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან