|
2016-06-15 14:12:24, 1019 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: საქართველო ინვესტორებს დიდ შესაძლებლობებს და ღია ეკონომიკას სთავაზობს
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ინვესტორებს დიდ შესაძლებლობებს, თავისუფალ და ღია ეკონომიკას სთავაზობს. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში. "ინვესტორები და ტურისტები დღეს საქართველოს სახით ხედავენ სტაბილურ, სტუმართმოყვარე და სწრაფად განვითარებად ქვეყანას. ჩვენი ერის წარმატება სამი ძირითად პრინციპზე დგას - ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოში ბიზნესის კეთება ერთ-ერთი უმარტივესია. მსოფლიოს მასშტაბით საგადასახადო ტვირთის სიმცირით მე-9 ადგილს ვიკავებთ. ყველა ძირითადი სარეიტინგო სააგენტო სტაბილურ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს. ჩვენ გვჯერა, რომ შიდა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი წინაპირობაა. ჩემი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი მიზნად ისახავს უზრუნველყოს გრძელვადიანი მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ზრდა. რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემას, კაპიტალის ბაზრებს, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებსა და საპენსიო სფეროს. ეს გეგმები ცხადყოფს მთავრობის მონდომებას, შექმნას თანამედროვე, განათლებული და ჯანსაღი ქართული მუშახელი, რომელიც მზადაა გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. გერმანია-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღბა გაამახვილა საქართველოს ისტორიულ სტრატეგიულ როლზე რეგიონში. მისი თქმით, საქართველო, რომელიც წელს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს აღნიშნავს, ტოტალიტარული რეჟიმით დაზიანებული ქვეყნიდან თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიურ სახელმწიფოდ გარდაიქმნა. "საქართველოს ისტორიულად ჰქონდა სტრატეგიული როლი რეგიონში და დღესაც ჩვენი, როგორც რეგიონალური ცენტრის როლი, ინვესტორებს საქართველოში იზიდავს. საქართველოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორული დამოკიდებულება მეზობლებთან, ჩვენ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა, ან თუნდაც რუსეთში ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით შესანიშნავი ადგილი ვართ," - განაცხადა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატათა ასოციაციის მხარდაჭერით იმართება. მასში მონაწილეობს 100-ზე მეტი გერმანული და 30-ზე მეტი ქართული კომპანია სატრანზიტო გადაზიდვების, ლოჯისტიკის, მშენებლობის, ტელეკომუნიკაციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, იურიდიული, ფინანსური და საბანკო მომსახურების სექტორებიდან.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)