11:50 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 09:23:54, 872 ნახვა

ეკონომიკა
სექტემბრიდან პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დელეგაცია ჩინეთში სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისა და უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიების - „Air China“, „Hainan Airlines“, „China Southern Airlines“ და „China Eastern Airlines“ წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთ-საქართველოს საავიაციო ხელისუფლებს შორის გაფართოებულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „China Southern Airlines“ ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი დანიშნულების პუნქტს დაამატებს. 2016 წლის 22 სექტემბრიდან „China Southern Airlines“  პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით რეგულარულად იფრენს.

შეხვედრაზე მხარეებმა,  ქვეყნებს შორის საავიაციო სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება ჩინური ავიაკომპანიებისათვის. მხარეები შეთანხმდნენ რომ ქართული საავიაციო ბაზრის ინტენსიურად ათვისების მიზნით, საავიაციო ხელისუფლებები მჭიდროდ ითანამშრომლებენ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

ვიზიტისას ჩინურმა მხარემ  პოზიტიურად შეაფასა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორიო ორგანიზაციის (ICAO) მიერ საქართველოში ჩატარებული საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების აუდიტების მიერ გამოვლენილი შედეგები, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება გაზრდილი საჰაერო მიმოსვლის უზრუნველყოფის კუთხით.

შეხვედრის ფარგლებში, კონსულტაციები გაიმართა ჩინურ ავიაკომპანიებთან. სააგენტოს წარმომადგენლებმა ავიაგადამზიდველებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციების, ასევე ქვეყანაში მოქმედი ლიბერალური საავიაციო საკანონმდებლო ბაზის შესახებ, რაც ამარტივებს საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყების შესაძლებლობას. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
ვაშაძე კალაძეს - შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა
სუს-ი ირწმუნება, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობის პროვოცირებას
პოლიციამ, მარნეულში ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics