|
2016-06-14 15:01:59, 708 ნახვა
საზოგადოება
საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ხვალ დაიწყება
საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 15 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge მათივე ცნობით, წელს, მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, დედაქალაქის მასშტაბით არსებული 164 საბავშვო ბაგა-ბაღიდან, 40 შეირჩა. საზაფხულო ბაღებში, მთლიანობაში, 376 სააღმზდელო ჯგუფი იფუნქციონირებს და მომსახურებას 13 160 აღსაზრდელი მიიღებს. საზაფხულო ბაღები იმუშავებს ერთი თვის განმავლობაში - ივლისში. საზაფხულო ბაღის აღსაზრდელები მომსახურებას იღებენ სეზონური კლიმატის გათვალისწინებით, კერძოდ, უფრო მეტ დროს ატარებენ ეზოში, იზრდება გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების რიცხვი, იცვლება რაციონი და ის ხდება უფრო მსუბუქი. შესაბამისად, საზაფხულო ბაღებად შეირჩა ისეთი ბაღები, რომლებსაც აქვთ ამ მიზნებზე მაქსიმალურად მორგებული გარემო - დიდი და კეთილმოწყობილი ეზო, გამწვანება, გარე სპორტულ-გასართობი მოედნები (ატრაქციონები). აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბაღებში დასაქმებულები გაორმაგებულ ხელფასს მიიღებენ. 2016 წლის საზაფხულო ბაღებისთვის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 1 800 000 ლარის მობილიზება მოუწევს. საზაფხულო ბაღში რეგისტრაციის უფლება ექნება 2-დან 6-წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, მათ შორის, მათაც, ვისაც უკვე შეუსრულდა 6 წელი და სექტემბრიდან სკოლაში მიდის. საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა მსურველისთვის, მათ შორის, ამავე ბაღის აღსაზრდელებისთვისაც. რეგისტრაცია 29 ივნისს, 24:00 საათზე შეწყდება. საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი რაიონების მიხედვით: გლდანი: №35, №48, №153, №186, №205, პირველი ლოგოპედიური; დიდუბე: №15, №23, №92; ვაკე: №1, №27, №75, №142; ისანი: №17, №29, №26, №182, №215; კრწანისი: №51, №206; მთაწმინდა: №170, ტაბახმელა; ნაძალადევი: №9 №25, №43, №60, №80; საბურთალო №63, №171, №198, №212, „იმედი“ (საბურთალო); სამგორი №12, №45, №72, №128,№163, №28; ჩუღურეთი №34, №5.
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)