|
2016-06-14 14:58:38, 1020 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა „თანას“ ბენეფიციარებს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე მიულოცეს
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნონა გალოგრემ და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სურმანიძემ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე, შშმ პირთა ცენტრ „თანას“ ბენეფიციარებს მიულოცეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ ტკბილეული მიართვეს და ბავშვების მიერ გამართულ კონცერტს დაესწრნენ. ცნობისთვის, 2016 წელს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამედიცინო-რეაბილიტაციის რამდენიმე პროგრამას ახორციელებს. უწყებამ წელს პირველად აამოქმედა ადრეული განვითარების პროგრამა, რომელშიც ჩართულია შშმ სტატუსის მქონე 121 ბავშვი, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამით დღეისათვის რეაბილიტაციის კურსს გადის 450 ბენეფიციარი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ადაპრაციის პროგრამით ისარგებლა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 16-მა ბავშვმა, სავარძელ-ეტლი გადაეცა 114 შშმ პირს. აღნიშნული პროგრამების განსახორციელებლად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 758 800 ლარი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)