|
2016-06-13 15:59:38, 1071 ნახვა
რეგიონი
ქუთაისში თვითმმართველ ქალაქებს შორის ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
ქუთაისში საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით კონფერენცია ,,საქართველოს ქალაქები - ქვეყნის განვითარების მამოძრავებლები" გაიმართა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე თვითმმართველ ქალაქებს შორის ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. ღონისძიება ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა. სტუმრებს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე მიესალმენ. კონფერენციის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს შემდეგ თემებზე: ქალაქების როლი ეროვნულ და რეგიონულ განვითარებაში; მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა და ერთობლივი პროდუქტები. ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნა ქუთაისის განვითარების სტრატეგია. შეხვედრას დონორი ორგანიზაციები, საქართველოს ყველა თვითმმართველი ქალქის მერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)