23:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 18:10:58, 520 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დედისგან მიტოვებული ჩვილი იპოვეს

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბათუმში, მესხეთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დედისგან მიტოვებული ჩვილი იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადნენ. როგორც გაირკვა, 8 თვის ჩვილი დედამ ნაქირავებ ბინაში მიატოვა, თავად კი 26 თებერვალს საქართველოდან თურქეთში გაემგზავრა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სასწრაფრო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები გამოიძახეს. შესაბამისი პროცედურების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 8 თვის გოგონა ამ დროისთვის მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics