|
2016-06-13 12:48:26, 1035 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება
აჭარის ოფიციალური დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ნახიჩევანში იმყოფება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში არჩილ ხაბაძე ნახიჩევანში შეხვედრებს გამართავს უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან ვასიფ თალიბოვთან, შრომის და სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრებთან. შეხვედრებზე აჭარასა და ნახიჩევანს შორის წამყვან სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის სტრატეგიულ სფეროებს: ეკონომიკას, ბიზნესს, კულტურას, განათლებას, ჯანდაცვას, სპორტს, ტურიზმს და ეკოლოგიას დაეთმობა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია მოინახულებს ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბიზნეს-ცენტრს, შახმატის ცენტრს, მზის ელექტროსადგურს, ხალიჩების მუზეუმს, დრამატულ თეატრს და ქალაქის სხვა იტრორიულ თუ თანამედროვე ღირშესანიშნავ ადგილს. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 8 ივნისს ქ. ბათუმსა და ქ. ნახიჩევანს შორის თანამშრომლობისა და დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანს მხარეებს შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების გააქტიურება წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)