|
2016-06-10 16:41:30, 1050 ნახვა
რეგიონი
საგარეჯოს, სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა
საგარეჯოს, სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრიდან აცნობეს. „სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 9 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან კახეთის რეგიონის დასავლეთ მიმართულებაზე, საგარეჯოს რაიონში დაფიქსირდა შემომომავალი ღრუბლის ფრონტი, რომელიც სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში გავრცელდა. ღრუბელში სეტყვასაშიში პროცესების დაწყების შემდეგ ნალექის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით დამუშავდა. გასროლილ იქნა ქართული წარმოების სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტები, რის შედეგადაც ნალექის მასა მთლიანად წვიმის სახით ჩამოიცალა”, - ნათქვამია „დელტას“ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)