|
2016-06-10 11:45:41, 882 ნახვა
სამხედრო
პოლონეთი ოფიციალურ განმარტებას ელოდება, რატომ არ მიიღეს ქართველმა სამხედროებმა „ანაკონდა 2016“-ში მონაწილეობა
პოლონეთი საქართველოსგან ოფიციალურ ახსნა-განმარტებას ითხოვს, თუ რატომ არ მიიღეს მონაწილეობა ქართველმა სამხედროებმა პოლონეთში მიმდინარე ნატო-ს სწავლებაში „ანაკონდა-2016“, - ამის შესახებ სააგენტო Rushincrash პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის პრესმდივანზე პეტრ ვალუტეკზე დაყრდნობით იუწყება. ვალუტეკის განცხადებით, საქართველო სწავლებაში მონაწილეობისთვის მიიწვიეს. „ქართველები სწავლებაში მონაწილეობისთვის მოიწვიეს, ისინი არ ჩამოვიდნენ. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ პოზიციას“, - განაცხადა ვალუტეკმა. მედიის ინფორმაციით, 9 ივნისს საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ანაკონდა-2016"-ში მონაწილეობას არ მიიღებს. აღსანიშნვია, რომ 23 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნატო-ს ყველა სამხედრო სწავლებაში ჩაერთვებოდა, მათ შორის ნატო-ს თხოვნით. როგორც პოლონური მედია წერს, საქართველოს ნატო-ს შტაბბინაში ბრიუსელიდან სთხოვეს, სწავლებაში ფართო მონაწილეობა არ მიეღო. ეს განპირობებულია იმით, რომ რუსეთი ვარშავის სამიტამდე ზედმეტად არ გაეღიზიანებინა, რადგან სამიტზე საქართველომ შესაძლოა ნატო-ს ასოცირებული პარტნიორის სტატუსი მიიღოს. ამასთან, მედიის ცნობით ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია. თუმცა, როგორც კიდევ ერთი პოლონური მედია საშუალება იუწყება, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ბართლომე მისიევიჩი აღნიშნულ ფაქტს უარყოს. მისი თქმით, ნატო-ში ქართველებს სწავლებაში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ არ მოუწოდებენ. შეგახსენებთ, რომ "ანაკონდა-2016" პოლონეთში 7 ივნისიდან 17 ივნისამდე გაგრძელდება. ცნობისთვის, სწავლებაში 31 ათასი სამხედრო იღებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ასეული "ANAKONDA 16"-ში ჩუტყვავილით დაავადების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, 6 ივნისს პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA-16" ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს. თუმცა ასეულის გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეით ასეულში გამოვლინდა ჩუტყვავილით დაავადების ორი შემთხვევა. აღნიშნული ვირუსი ჯარისკაცებს ოჯახის მცირეწლოვანი წევრებისგან გადაედოთ. „ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში შედგა კონსილიუმი, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა მიმდინარე წელს დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA-16"-ში არ მიიღოს მონაწილეობა, რათა თავიდან იყოს აცილებული წვრთნაში მონაწილე სამხედროებში ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ "ANAKONDA-16"-ს მიწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ხოლო დამკვირვებლის რანგში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)