საბაჟო გამშვები პუნქტის „ლაგოდეხი“ კონტროლის ზონაში მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანიდან შემომავალი მგზავრის ჰ.ე-ს ბარგში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (TRAMADOL RETARD) აღმოაჩინეს. 

" />
14:54 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 12:46:45, 998 ნახვა

სამართალი
ლაგოდეხსა და სარფში მებაჟეებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვები პუნქტის „ლაგოდეხი“ კონტროლის ზონაში მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანიდან შემომავალი მგზავრის ჰ.ე-ს ბარგში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (TRAMADOL RETARD) აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კანონის დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი 7 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“ საკონტროლო ზონაშიც დაფიქსირდა.

კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი  პრეპარატები (APRANAX PLUS) საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქეს, ა.გ-ს  შემოჰქონდა.

საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამისად შსს ლაგოდეხის რაიონულ სამართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics