05:13 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 15:50:06, 564 ნახვა

პოლიტიკა
დონალდ ტუსკი: საპარლამენტო არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის

საქართველოს მთავრობამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას იმისთვის, რომ კორცხელის მსგავსი ინციდენტები თავიდან აიცილოს, - ამის შესახებ  ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ტუსკი იმედოვნებს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ღირსეული და ინკლუზური სარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის.

"ჩვენ ვისაუბრეთ ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. ბოლო ინფორმაცია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ შემაშფოთებელია ჩემთვის. მივესალმები იმ ფაქტს, რომ კანონდამრღვევებს ბრალი წაუყენეს. ახლა ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული, რათა მსგავსი ინციდენტები თავიდან იქნას აცილებული საარჩევნო პერიოდში. მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მკაფიო და მტკიცე პოზიციისთვის ამ ინციდენტთან დაკავშირებით. ეს ძალიან დამაიმედებელია.

საპარლამენტო არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის. ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ღირსეული და ინკლუზური სარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის. ამისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა თავისუფალი და პლურალისტული მედია. კმაყოფილებით აღვნიშნე არჩევნებზე დამკვირვებლების ჩართვის გეგმები", - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

დონალდ ტუსკმა გიორგი მარგველაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობასადმი  კიდევ ერთხელ ევროკავშირის მხარდაჭერა დაუდასტურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics