|
2016-06-08 14:12:20, 1306 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: დღეიდან, წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა ოფიციალურად დაიწყო
არჩევნების თაობაზე კონტრასიგნაცია მთავრობის სხდომის განკარგულების მიხედვით გაკეთდა და 8 ივნისიდან წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა ოფიციალურად დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, მთელი რიგი რეგულაციები ძალაში შედის. „ეს ნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, მთელი რიგი რეგულაციები ძალაში შედის; ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში იზღუდება. ეს არის დემოკრატიის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობთ, კონსულტაციებმა, რომელიც გაიმართა პრეზიდენტთან და პარლამენტთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)