2016-06-08 11:18:07, 659 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიას ინფორმაციით, ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღში ჰესს აშენებს
მაშინ, როდესაც ერთი თვის წინ ჩვენ 20 ჰექტარის მითვისებას ვაპროტესტებდით, კალაძე და ივანიშვილი თურმე ახალ გეგმას ამუშავებდნენ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, შპს "წავკისი ველი", რომელიც 2015 წელს დაფუძნდა, რეალურად ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ამ კომპანიის მეშვეობით ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.
მათივე თქმით, პროექტი ივანიშვილისა და ტელეკომპანია GDS-ისთვის დამოუკიდებელი ენერგიის წყაროს შექმნას ითვალისწინებს.
ამასთან, აბესაძემ და მელიამ მიმართეს კახი კალაძესა და დავით ნარმანიას, განმარტებები გააკეთონ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან