03:37 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 21:47:29, 472 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: მთელი ჩვენი დიპლომატიური რესურსი მობილიზებულია, რომ მივიღოთ პოზიტიური გადაწყვეტილება და ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე

"მთელი ჩვენი დიპლომატიური რესურსი მობილიზებულია, რომ მივიღოთ პოზიტიური გადაწყვეტილება და ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყანა კარგად გაითავისებს იმ შედეგებს, რა შედეგიც შეიძლება მოჰყვეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურებას.

„ჩვენ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან, მათ შორის, გერმანიასთან. გუშინ შედგა პრემიერ-მინისტრის სატელეფონო საუბარი კანცლერ მერკელთან. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყანა კარგად გაითავისებს იმ შედეგებს, რა შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესის გაჭიანურებას. არგუმენტები ჩვენი პარტნიორებისთვის კარგად არის ცნობილი. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ როგორც აქ, თბილისში, ასევე საერთაშორისო მისიებისა და საელჩოების მეშვეობით ევროპულ დედაქალაქებში. მიმდინარეობს მაღალი დონის ვიზიტებიც. პრეზიდენტი იმყოფება სტრასბურგსა და ბრიუსელში და სწორედ მისი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემები ეს საკითხებია. პარლამენტის თავმჯდომარეც მიემგზავრება გერმანიაში. იქ იქნება პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც, მთელი ჩვენი დიპლომატიური რესურსი მობილიზებულია, რომ მივიღოთ პოზიტიური გადაწყვეტილება და ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მან იქვე აღნინშა, რომ ხვალ საკითხი განიხილება ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების დონეზე.

„მე არ მინდა წინასწარ მოვლენებს გავუსწრო. პროცესი არ დასრულებულა, ხვალ არის მუდმივი წარმომადგენლების დონეზე განხილვა. იმედი მაქვს, იქნება პოზიტიური განხილვა. შემდეგ საკითხი გადაეცემა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრას, რომელიც 10 ივნისს გაიმართება. ეს შეხვედრა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და სწორედ ამ შეხვედრაზე გახდება ცნობილი ის დრო, რომელშიც შესაძლებელია იყოს მიღებული გადაწყვეტილება. მე ერთი წუთითაც არ ვუშვებ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს არ მიეცემა ვიზალიბერალიზაცია. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს, უბრალოდ, ეს არის დაკავშირებული ბევრ ფაქტორთან“, - აღნიშნა ზალკალიანმა.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics