03:37 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 15:55:45, 571 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ალიანსი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას მხარს უჭერს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტში ევროპის პარლამენტის სოციალ-დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტს ჯანი პიტელას შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტარებთან სოციალ - დემოკრატების ალიანსიდან   - კნუტ ფლეკენშტაინთან,  ხავიერ მორენოსთან, დანიელ კარდელასთან,  ტომ ბოიმერთან,  მარია მუნიზთან  საქართველო -ევროკავშირის ურთიერთობები და ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილა.

,,გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შესრულებული აქვს   ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა და იმის გათვალისწინებით, რომ 1 ივლისდან ოფიცილურად ძალაში შედის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა არა მხოლოდ ქართველი  ხალხის სურვილს, არამედ უკვე აუცილებელობას წარმოადგენს",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე.

როგორც პრეზიდენტის  ადმინისტრაციის  უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა,  სოციალ - დემოკრატების ალიანსის პოლიტიკურმა ლიდერებმა შეხვედრაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის  პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს და აღნიშნეს,  რომ ალიანსი კონკრეტულ აქტივობებს განახორციელებს აღნიშნული პროცესის მხარდასაჭერად.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, შემოდგომაზე  დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics