2016-06-07 13:44:23, 830 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: თუ ვნახავ, რომ საზოგადოება აღარ მენდობა, დაგემშვიდობებით
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებზე მისმა გუნდმა სასურველი შედეგი არ დადო, ის საზოგადოებას დაემშვიდობება და სასურველ ცხოვრებას დაუბრუნდება.
როგორც ივანიშვილმა ტექნო პარკში ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, მას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნოდ აქვს განაკუთრებული როლი და საზოგადოებაც ძველებურად ენდობა მას.
"ვგრძნობ, რომ საზოგადოება კვლავ მენდობა. თუმცა, ამას არჩევნებზე ვნახავთ. მე მაქვს ვალდებულება, რომ დავეხმარო ჩემს გუნდს. იმ შემთხვევაში თუ ვნახე, რომ საზოგადოება აღარ მენდობა, დაგემშვიდობებით თქვენც და ხალხსაც და იმ ცხოვრებას დავუბრუნდები, რომელიც მსურდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან