02:06 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 14:59:54, 663 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე გაათავისუფლა

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მხარემ  ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ სამი   მოქალაქე გაათავისუფლა.

ამის შესახებ  ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.მისივე თქმით, ივნისის თვეში, სავარაუდოდ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გათავისუფლდება.

„მოგეხსენებათ, პრაღაში ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, ჩვენ განვიხილავთ საკითხს ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ, რომლებიც რუსეთში იხდიდნენ მრავალწლიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით. განვლილ პერიოდში, ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი სამი მოქალაქე, რამდენიმე დღის წინ რუსეთის მხარემ დამატებით კიდევ 3 ჩვენი მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც უკვე დაუბრუნდნენ ოჯახებს. ამაში  მონაწილეობა მიიღო ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისმა უწყებებმა, ალბათ, ივნისის თვეში კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე გათავისუფლდება,  რიგით მე-7. იმედი გვაქვს, რომ ეს თემა, ახლო მომავალში საერთოდ დაიხურება. ამ საკითხს შემდეგ შეხვედრაში პრაღაში კიდევ განვიხილავთ და ბოლო ნაბიჯს გადავდგამთ”,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მან გათავისუფლებულთა გვარების   დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

„არც ვიცით ამ ხალხს უნდათ თუ არა მათი გვარები ვახსენოთ. ჯაშუშობის ბრალდებით არის ყველა დაკავებული, ვინც გათავისუფლდა. წინა სამი მოქალაქე 2014 წელს გათავისუფლდა. რამდენიმე დარჩა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე გათავისუფლდა”,-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics