|
2016-06-06 11:48:10, 1332 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: პრინციპულად მნიშვნელოვანია, ევროპელი პარტნიორები დავარწმუნოთ, რომ საქართველო მათთვის კეთილსინდისიერი პარტნიორია
ჩვენთვის პრინციპულად მნიშნველოვანია, ჩვენი ევროპელი პარტნიორები დავარწმუნოთ, რომ საქართველო მათთვის კეთილსინდისიერი პარტნიორია“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გერმანელი და ფრანგი პარტნიორების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც, გერმანული გამოცემა Die Welt-ი წერს, რომ გერმანიის სამთავრობო წრეებში იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესება იგეგმება. ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველო კრიმინალის დონე ძალიან დაბალია. „ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველოში მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. რაც შეეხება გერმანიაში არსებულ მდგომარეობას, ამასთან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩვენმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩაატრა. ასევე პრემიერს ჰქონდა შეხვედრები საფრანგეთში ყოფნის დროს, სადაც აღნიშნულ საკითხზე იყო საუბარი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი პარტნიორები მიიღებენ სწორ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)