|
2016-06-03 15:24:15, 968 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში უცხოელ ვიზიტორთა კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში დღეს უცხოელ ვიზიტორთა კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა 2015 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით უცხოელ ვიზიტორთა გამოკითხვის შედეგებს ითვალისწინებს. პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციების, ტურისტული ობიექტების, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგებლები ესწრებოდნენ. „კვლევის შედეგად გამოიკვეთა საშუალოდ რამდენი ხნით სტუმრობს აჭარას ტურისტები, რა არის მათი მოგზაურობის ძირითადი მიზანი, საშუალოდ რამდენს ხარჯავენ ისინი რეგიონში ყოფნისას, რა მოსწონთ აჭარის მონახულებისას, რამდენად აქვთ განმეორებითი ვიზიტის სურვილი და რა ტიპის პრობლემებს ხედავენ ისინი რეგიონში დასვენებისას. კვლევის შედეგები გაანალიზებულია 10-ვე სამიზნე ქვეყნების მიხედვით, რაც საშუალებას იძლევა ნათლად გამოჩნდეს ტურისტების საჭიროებები, მათი კმაყოფილებისა თუ უკმაყოფილების დონე ცალკეული ქვეყნების მიხედვით“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. კვლევის შედეგები ერთის მხრივ საშუალებას იძლევა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვისას ქვეყნების მიხედვით გაითვალისწინოს თუ რეგიონის რომელ ტურისტულ პროდუქტებსა და პოტენციალს გაუწიოს პოზიციონირება კონკრეტულ ქვეყანაში და რა გზებით. გარდა ამისა, რა ტიპის პრობლემებს აწყდება ტურისტები რეგიონში სტუმრობისას და როგორ შეიძლება მათი მოგვარების გზების დაგეგმვა და განხორციელება. უცხოელ ვიზიტორთა კვლევა გრძელდება და 2016 წლის მონაცემებს დეპარტამენტი კვლევების დასრულებისას წარადგენს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი კვლევის შედეგებს სასტუმროების, რესტორნებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებსაც გააცნობს. კვლევის შედეგების ნახვა შესაძლებელია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე gobatumi.com
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)