23:12 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 09:37:00, 529 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

ვენაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა  ეუთო-ს გენერალურ მდივანთან,  ლამბერტო ზანიერთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს.

მათივე ცნობით, აღინიშნა ეუთო-ს ავტონომიურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და მათი როლი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში. ხაზი გაესვა ეუთო-ს საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მნიშვნელობას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.  მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გალის მკვიდრის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე.

შეხვედრაზე ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა მწუხარება გამოთქვა 19 მაისის ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

შეხვედრაზე  დაფიქსირდა ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics