|
2016-06-02 16:04:19, 1040 ნახვა
რეგიონი
გაეროს მხარდაჭერით აგარაში პროფესიული განვითარების სასწავლებელი გაიხსნება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში ახალი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება, სადაც სწავლის საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს ექნება. შიდა ქართლის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის იდეას მხარდაჭერა კომპანია „აგარის შაქარმა“ და „გაეროს განვითარების ფონდმა“ აღმოუჩინა. მათივე ცნობით, სასწავლებლისთვის განკუთვნილი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ და ქარელის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერეს. „საქმე გვაქვს მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობით მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროექტთან, რომლის განხორციელება მოქალაქეებს ახალი პროფესიების დაუფლების საშუალებას მისცემს. კომპანია „აგარის შაქარი“ წარჩინებული კურსდამთავრებულების საკუთარ საწარმოში დაასაქმებას გეგმავს“ – აღნიშნა იოსებ ოქრიმელიძემ. პროფესიული სასწავლებელი დაინტერესებულ მოქალაქეებს ხარატის, შემდუღებლისა და ელექტრიკოსის პროფესიების დაუფლებაში დაეხმარება. კურსის დასრულებისთანავე სასწავლებელი კურსდამთავრებულს სპეციალობის დამადასტურებელ სერთიფიკატს გადასცემს.
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)