2016-06-02 15:15:32, 596 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში უარყოფითად აფასებს
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მისია 11 გვერდიან ანგარიშს აქვეყნებს.
დოკუმენტში ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარებაა შეფასებული.
ანგარიშის თანახმად, 8 ოქტომბრის არჩევნები პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ჩატარდება, რაც წინასაარჩევნო გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს. ანგარიშში მოხვდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივი დავა და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება.
ეუთოს მისიის შეფასებით, წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კანონმდებლობა არსებითად შეცვლილი არ არის და გაუთვალისწინებელი დარჩა ის რეკომენდაციები, რომელიც კამპანიების დაფინანსებასა და მედიას შეეხება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან