|
2016-06-02 15:02:09, 1007 ნახვა
რეგიონი
ხელვაჩაურში 5 საბავშვო ბაღი შენდება
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ხელვაჩაურის მინიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. ამჟამად მიმდინარეობს შენობაზე ძველი სახურავის დემონტაჟი და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. კულტურის ცენტრის მონახულების შემდეგ არჩილ ხაბაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად ახალსოფლის ბაღში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო. ბაღის ახალაშენებული ორსართულიანი კაპიტალური შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობით, ელექტროენერგითა და წყალმომარაგებით. სოფლის სკოლასთან ახლომდებარე ბაღი მოსახლეობის თხოვნით აშენდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ასაშენებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 693 920 ლარი გაიხარჯა. ბაღი 180 ბავშვზეა გათვლილი და ადაპტირებულია შ.შ.მ პირებისთვის. სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ინვენტარიზაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2012 წლამდე სულ 9 ბაღი ფუნქციონირებდა. 3 წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში დამატებით 5 საბავშვო ბაღი აშენდა და 4 ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. „აჭარაში 2013-24-15- წლებში აშენდა 35 საბავშვო ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 52 ბაღს,მიმდინარეობს 17 ბაღის მშენებლობა და 8 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, ამჟამად საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს ოთხ სოფელში : ფერიაში, მახინჯაურში, კირნათში და ქედქედში", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)