|
2016-06-02 14:24:50, 1229 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: უკვე მოდური ტენდენცია გახდა, ნებისმიერმა ადამიანმა გამოხატოს თავისი კრიტიკა ამა თუ იმ მიმართულებაზე
"უკვე მოდური ტენდენცია გახდა, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ჩახედული საგამოძიებო პროცესში, გამოხატოს თავისი კრიტიკა ამა თუ იმ მიმართულაბზე", - ასე გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კორცხელის ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ სამართლებრივ პროცესებს. "ცალსახად შემიძლია ჩემი პოზიცია გამოვხატო, არავინ საწყენად არ მიღოს, მაგრამ მემგონი, რომ უკვე მოდური ტენდენცია გახდა, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ჩახედული საგამოძიებო პროცესში, სასამართლო პროცესებში, გამოხატოს თავისი კრიტიკა ამა თუ იმ მიმართულაბზე. გამოძიებას და სასამართლოს უნდა მივცეთ საშუალება, დაკავდნენ თავიანთი საქმით და მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენი შეხედულებები, თუ კრიტიკა",-განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, 6 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. უკვე ცნობილია, რომ მათ მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)