2016-05-31 22:55:45, 723 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლია: რუსთავი2-ის გარეშე არჩევნების ჩატარება არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს
"რუსთავი2-ის გარეშე არჩევნების ჩატარება არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს" - ამის შესახებ ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლია "არჩევანის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებს არა მთავრობა, არამედ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ე.წ. ახალი მედია-მაფიის წევრები იღებენ.
„ეს კარგად გაწერილი გეგმა იყო, რომლის გახორციელება დაიწყეს შემოდგომაზე. თოქ-შოუები დაიხურა, რადგან უფრო დიდი გეგმა იყო, დიდი რუსთავი2-ის წაღების გეგმა. ხელს ნუ ახლებენ არჩევნებამდე, რადგან არჩევნების ჩატარება რუსთავი2-ის გარეშე ნიშნავს არჩევნების ლეგიტიმურობის დიდი კითხვის ქვეშ დაყენებას,“ - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან