11:31 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 17:38:03, 926 ნახვა

სამართალი
ბესელია არ გამორიცხავს, „საკონსტიტუციო სასამართლოს კანონთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გაითვალისწინონ

ჩვენ ვიმუშავეთ იმ საკითხებზე, რომელიც გამოყო ვენეციის კომისიამ. პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის შეხვედრები და კონსულტაციები იყო,  - ასე პარლამენტის გამოეხმაურა ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას.

ამასთან ბესელია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის პოზიციები მთავრობამ გაითვალისწინოს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ყველას საერთო მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მეტი გარანტიების შექმნაა, ჩვენ შევძელით, რომ პოზიციები დაგვეახლოვებინა და კონსულტაციების შედეგად შევჯერებულვიყავით ძირითად საკითხებზე. იმ კონკრეტულ სამ საკითხზეც წინასწარი კონსულტაციებით პოზიციები შევაჯერეთ. შესაძლებელია პრეზიდენტის პოზიციები გავითვალისწინოთ,“- აღნიშნა ბესელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონს ვეტო დაადო. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი  "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს უარყოფითად აფასებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics