|
2016-05-31 15:19:02, 1204 ნახვა
სხვადასხვა
12 დღიანი უფასო ტრენინგი ჩატარდება სასათბურე ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ჩინური ორგანიზაცია „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი“ 17-28 ივნისს, ქალაქ რუსთავში სასტუმრო რუსთავში 12 დღიან სასწავლო სემინარს ატარებს დახურულ გრუნტში ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ტრენინგი მიზნად ისახავს ფერმერთა ცოდნის ამაღლებას სასათბურე ბოსტნეულის (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვ.)ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მავნებელ-დაავადებათა კონტროლისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ინფორმაციის გადაცემას მზისსათბურების მშენებლობის სპეციფიკაზე, სტრუქტურაზე და სხვა. მათივე ინფორმაციით, ტრენინგს ქართველი და ჩინელი ექსპერტები გაუძღვებიან. 12 დღიან ტრენინგში მონაწილეობა, სასტუმრო და კვება უფასოა. მონაწილეობისმსურველებს გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ აპლიკაცია: https://goo.gl/xUcOSZ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)