10:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 14:08:55, 716 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით “ქართული საბავშვო პოეზიის ანთოლოგია-შიო მღვიმელი 150“ გამოიცა

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოიცა წიგნი - „ქართული საბავშვო პოეზიის ანთოლოგია - შიო მღვიმელი 150“. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საბავშვო ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართება 1 ივნისს, 16 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში.  

მათივე ცნობით, წიგნი „ქართული საბავშვო პოეზიის ანთოლოგია - შიო მღვიმელი 150“ ეძღვნება ბავშვთა  დაცვის საერთაშორისო დღეს - 1ივნისს.

მასში საბავშვო ხალხურ პოეზიასთან ერთად შესულია შიო მღვიმელის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გოგლა ლეონიძის, შოთა ნიშნიანიძის, ნოდარ დუმბაძის, ჯანსუღ ჩარკვიანის და სხვა ცნობილი ქართველ მწერალთა ნაწარმოებები, ასევე, ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics