|
2016-05-31 14:04:04, 578 ნახვა
საზოგადოება
ზემო ფონიჭალაში წლების წინ დახურული №206 საბავშვო ბაღი გაიხსნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, ზემო ფონიჭალაში მდებარე №206 საბავშვო ბაღი გახსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საბავშვო ბაღი დაათვალიერა, რის შემდეგაც ბაღის ეზოში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ნარმანიას განცხადებით, განახლებული საბავშვო ბაღი, 260 აღსაზრდელს, უკვე ხვალიდან მიიღებს. „ზემო ფონიჭალაში საბავშვო ბაღის გახსნა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება გახლდათ, რადგან ამ უბანში არცერთი საბავშვო ბაღი არ იყო. ბაღში პატარებს ექნებათ ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ ღირსეულად აღიზარდონ. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ინტენსიურ რეჟიმში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. აღნიშნულ ბაღში ბავშვების რეგისტრაცია 16 მაისს გამოცხადდა. ამ დროისთვის, 2-3 წლიანთა ჯგუფის (ბაგა) გარდა, ბაღში რამდენიმე თავისუფალი ადგილია დარჩენილი. მსურველებს რეგისტრაციის გავლა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge შეუძლიათ. №206 საბავშვო ბაღი 260 ბავშვზეა გათვლილი. ბაღში 8 სააღმზრდელო ჯგუფია, მათ შორის, ორი ბაგა. მასში 60-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. №206 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბაღებიდან, რომლებიც გასულ წლებში დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სააღმზრდელო დაწესებულება კეთილმოწყობილი იყო, 2006 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა. აღსაზრდელები და პერსონალი №209 ბაგა-ბაღში გადავიდა. მოგვიანებით, შენობა გაიძარცვა და ავარიული გახდა. მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ბაღის აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები 2014 წლის ბოლოს დაიწყო და შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო. გარდა აღნიშნული ბაღისა, მიმდინარე თვეში, თბილისში კიდევ ერთმა ახალმა - № 35 ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება. ამასთან, წელს დედაქალაქში დამატებით 4 ახალი ბაღის გახსნა იგეგმება. ღონისძიებას კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, პარლამენტარი შოთა ხაბარელი და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)