|
2016-05-31 12:14:47, 593 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონი 1 ივნისს ბავშვებს განახლებული სტადიონებით ულოცავს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ნაძალადევის რაიონი 30-მდე განახალებული სტადიონით ხვდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა მათგანზე დასრულდა. მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოედნებზე დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, გამოიცვალა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები. სტადიონებზე არსებული ლითონის კონსტრუქციები, თანამედროვე ლითონისა და პლასტმასის შერეული კონსტრუქციებით განახლდა. ბოლო თვეების მონაცემებით ნაძალადევის რაიონში არსებულ 30-მდე სპორტულ მოედანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. “ბავშვებს სათამაშო და სპორტული აქტივობსთვის მეტი შესაბამისი სივრცე გვინდა შევუქმნათ, ამიტომ ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი სტადიონის რეაბილიტაცია მოვახდინოთ რაიონში. მოხარული ვარ, რომ საშუალება მოგვეცა 1 ივნისი ბავშვებს განახლებული სტადიონებით მივულოცოთ“- განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)