20:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 11:08:39, 604 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ჩვენი ამოცანაა, ენერგეტიკის სექტორმა ქვეყნის განვითარებაში ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულოს

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა დუგლას ბოლიმ ელექტოენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტი გახსნეს. ღონისძიებას ასევე, ესწრებიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საზოგადოებრივი და კერძო სექტორების წარმომადგენლები, სამეცნიერო საზოგადოება და ექსპერტები.

სამიტი ეძღვნება ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას და ასევე, თურქეთის რესპუბლიკასთან და სხვა ქვეყნებთან საქართველოში წარმოებული ელექტრონერგიით კონკურენტული ვაჭრობისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას.

სამიტის მიზანია საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმების მიმოხილვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ელექტროენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებით.

„ჩვენი ხელისუფლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონალური პარტნიორობის ხელშეწყობა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ენერგეტიკის სექტორში. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად ვაგრძელებთ მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ხაზგასასმელია წარმატებით განხორციელებული  „შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტი“. შედეგად მოგვეცა შესაძლებლობა მოვამარაგოთ ჯერ თურქეთის ენერგეტიკული ბაზარი, ხოლო შემდგომ ევროკავშირის ქვეყნები განახლებადი ენერგიით.

ჩვენი ამოცანაა საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულოს ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში, შესაბამისად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისა და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში,“ - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics