|
2015-01-08 17:03:29, 7970 ნახვა
კულტურა
„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით ლონდონში არტ პროექტის „მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია შედგა
„თიბისი ბანკისა“ და არაკომერციული ფონდის “cARTveli” მხარდაჭერით, ლონდონში, რიჩმიქსის თანამედროვე არტ სივრცეში, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი ხელოვანების ჯგუფური გამოფენა სახელწოდებით „მემკვიდრეობა“ გაიხსნა. „მემკვიდრეობა“ თანამედროვე მულტიმედიური პროექტია, რომლის ავტორი ნიუ იორკსა და ბუენოს აირესში მოღვაწე ქართელი არტისტი, ლევან მინდიაშვილია. პროექტზე მასთან ერთად თანამედროვე ქართველი ხელოვანები, ტატო ახალკაციშვილი, ირაკლი ბუგიანი, უტა ბექაია და არგენტინელი მხატვარი, კრისტიან ტონჰაიზერი მუშაობდნენ. გამოფენის მიზანს ისტორიული წარსულის გააზრება - ადამიანის ინდივიდუალიზმზე საბჭოთა დიქტატორული ეპოქისა თუ სხვა ისტორიული კონტექსტების გავლენის ხაზგასმა იყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერწერული ტილოები, ქანდაკებები, ხელოვანთა პირადი ნივთებისგან შექმნილი ინსტალაციები, რომლებიც ახლო ისტორიული წარსულის ერთგვარ ვიზუალიზაციას წარმოადგენდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)