10:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 16:29:55, 575 ნახვა

საზოგადოება
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ტრადიციული „მზის ფესტივალი" განახლებულ მზიურში გაიმართება

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს  ტრადიციული „მზის ფესტივალი" განახლებულ მზიურში გაიმართება.

"მზის ფესტივალი" აერთიანებს ყველა ბავშვს, მიუხედავად მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა და სოციალური სტატუსისა. პროექტის მიზანია განავითაროს ნოდარ დუმბაძის ბავშვთა ქალაქის იდეა, მოახდინოს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ფესტივალის მეგობარი და თანაორგანიზატორია  კომპანია „ჯეოსელი" და იგი იმართება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

პროექტის იდეის ავტორი ანა გოგუაძეა, რომელიც უკვე მეთერთმეტე წელია ამ ფესტივალს მეგობრებთან ერთად მართავს.

წლევანდელი „მზის ფესტივალი" გამორჩეული იქნება, რადგან  პირველად ჩატარდება განახლებულ მზიურში. მზიურის რეაბილიტაციის პროცესი  რამდენიმე თვის წინ  დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს პარკის ფუნქციურ დატვირთვას.  პროექტის ფარგლებში აღდგება და თემატურად  დაიტვირთება სოციალური კაფე და ამფითეატრი. მზიურის პარკი მთელი წლის განმავლობაში ბავშვებსა და ახალგაზრდებს შესთავაზებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს. 1 ივნისს ამ სამუშაოების  პირველი შედეგის ნახვას ყველა მსურველი შეძლებს.

 ფესტივალის პროგრამა:

12:00 - ხელნაკეთი ნივთების და სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა; მოზარდთა ეკო-სტუდია „მეზღაპრეების" გამოფენა; ეკოლოგიური ექსპოზიციის მეშვეობით;  პოზიტიური სიტყვების გამოფენა ქართული დიალექტური კორპუსის საგანძურიდან.

12:00 - 14:00 "სინათლის თაობის" მხიარული ესტაფეტები. (ამფითეატრის უკან)

12:30 - ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივა, "ბავშვები ბავშვებისთვის'', რომლის ფარგლებშიც სოფელ ბაისუბნის საოჯახო სახლში მცხოვრები ბავშვებისთვის მათი თანატოლები წიგნებს შეაგროვებენ.

12:30 ბავშვთა ხელოვნების სახლი "Dephani KidArt" - ის მოსწავლეთა გამოფენა და ხელნაკეთი თოჯინების მასტერკლასი.

13:00 - სამთო სათხილამურო სპორტ-სკოლა SKI HOUSE ინტერაქტიული პრეზენტაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. (ამფითეატრი)

15: 00 - ფესტივალის მთავარი თეატრალიზებული წარმოდგენა „მზის ბაღი". (ამფითეატრი)

16:30 - სახალისო კონკურსები მშობლებისთვის. (ამფითეატრი)

18:00 ფესტივალის საზეიმო დახურვა.

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, დღის მანძილზე "მზიურის" ტერიტორიაზე ბავშვებს გაართობენ ანიმატორები და მზიურის თოჯინა - „მზე''.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics