|
2016-05-30 16:19:55, 1381 ნახვა
კომენტარი
მეჭიაური: მთავრობას სწორი მენეჯმენტი რომ ჰქონოდა, ალბათ სჯობდა, ჯენიფერ ლოპესი ან კიმ კარდაშიანი ჩამოეყვანა
მთავრობას სწორი მენეჯმენტი რომ ჰქონოდა, ალბათ სჯობდა, ჯენიფერ ლოპესი ან კიმ კარდაშიანი ჩამოეყვანა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა. როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, მმართველ გუნდს ეს კონცერტი აქტივში უნდოდა ჩაეწერა. „ალბათ, მმართველ გუნდს ეს კონცერტი აქტივში უნდოდა ჩაეწერა, მაგრამ თუნდაც ერთი უკანალის ჩვენებით ამდენი მილიონი უკუღმა შემოუტრიალდა. რამდენიმე ლგბტ ამომრჩეველი შეიძლება მათ დაემატათ, მაგრამ სამაგიეროდ სხვა ხმები დააკარგინა. სწორი მენეჯმენტი რომ ჰქონოდათ, ალბათ, სჯობდა ჯენიფერ ლოპესი ან კიმ კარდაშიანი ჩამოეყვანათ. მართალია, იქ ლგბტ-ების ხმები შესაძლოა დაეკარგათ, მაგრამ სამაგიეროდ, ასეთი ვაჟკაცების (აგერ, ოპერატორები რომ დგანან) ხმებს ნამდვილად მოიპოვებდნენ”, - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა. პარლამენტის წევრმა ასევე დასძინა, რომ ათეული მილიონი ”ასეთი იაფფასიანი შოუების მოსაწყობად ნამდვილად არ ღირდა”.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)