10:55 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 15:01:01, 565 ნახვა

საზოგადოება
გურამ ადამაშვილი ბაქოში აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ევროპის ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოზიცია”–ს აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი ბაქოში მიმდინარე ფორუმს ესწრებოდა.

,,აზერბაიჯანის ახალგაზრდული პოლიტიკის მოდელი” – აღნიშნული სახელწოდებით 26–28 მაისს გამართულ ფორუმში 13 ქვეყნიდან ახალგაზრდა ლიდერებმა ახალგაზრდული პოლიტიკის მოდელები განიხილეს არსებული მიდგომების დახვეწაზე ისაუბრეს.

ა/ო ,,პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პარლამენტის – მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოგთაი ასადოვთან, ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აზერბაიჯანული ფონდების წარმომადგენლებთან ქ.ბაქოსა და ისმაილში, გაეცნო მათ საქმიანობას და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გზები.

ბაქოში გამართული ფორუმის სლოგანს წარმოადგენდა ,,აქტიური ახალგაზრდული ჩართულობის მიღწევა.“ ფორუმი ჩატარდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ახალგაზრდული ფონდის ფინანსებითა და აზერბაიჯანის რესუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აზერბაიჯანის დემოკრატიული სტუდენტებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის (ADSAYO-ის) მიერ და მის ფარგლებში ხელი მოეწერა ისმაილის დეკლარაციას, რაც წარმოადგენს ახალი ახალგაზრდული ქსელის ჩამოყალიბებას, ფორუმზე მიწვეული ორგანიზაციების შემდგომ ურთერთთანამშრომლობასა და ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებას ქვეყნებში.

ადამაშვილის განცხადებით, დაიგეგმა მსგავსი ხასიათის ფორუმების სხვა ქვეყნებში გამართვაც.

“ეს იყო მეტად საინტერესო და სასარგებლო ფორუმი. მსოფლიოს 10–ზე მეტი ქვეყნის წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განვიხილეთ მსოფლიოსა და რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ვიმსჯელეთ დემოკრატიული პროცესების გაღრმავებისა და მასში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე“- განაცხადა გურამ ადამაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics