09:36 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-29 13:04:54, 643 ნახვა

საზოგადოება
არასამთავრობოები "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონპროექტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე განხილვას ითხოვენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ორგანიზაციამ "საქართველოს  ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", "საქართველოს ტრანსპორტისა და  გზების ასოციაციამ", "თბილისის ტრამვაიმ", "საქართველოს  საავტომობილო  ფედერაციამ", "საქართველოს საავტომობილო  სპორტის ფედერაციამ", ორგანიზაცია "იარე ფეხით", "საქართველოს  ჯანმრთელობის  ხელშეწყობისა და  განათლების ფონდმა", "ჯამპ სტარტ ჯორჯიამ" ქუჩის აქცია გამართეს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიმართავენ პარლამენტს და ითხოვენ დაუყოვნებლივ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე  მოხდეს "საგზაო  მოძრაობის შესახებ" კანონპროექტის  განხილვა, არასამათავრობო ორგანიზაციების  რეკომენდაციების  გათვალისწინებით კანონპროექტის  ოპტიმიზაცია და დამტკიცება, რადგან მათი შეფასებით,  სიტუაცია  გზებზე საგანგაშოა და  მოითხოვს  როგორც სამოქალაქო  სექტორის, ასევე სამთავრობო სექტორის  სასწრაფო რეაგირებას.

მესამე  სექტორში მიიჩნევენ, რომ  აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს  საგზაო შემთხვევების  პრევენციას.

ამასთან, არასამთავრობოები ითხოვენ, კანონპროექტის  განხილვამდე  უმოკლეს ვადაში პროექტის ოპტიმიზაციის მიზნით, დაიგეგმოს შეხვედრა  პარლამენტში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები  წარწერით:"საქართველოში  წელიწადში 600-ზე მეტი  ადამიანი იღუპება გზებზე", "თბილისში 44%-ით გაიზარდა სიკვდილიანობა გზებზე", "პარლამენტის უმოქმედობა  დანაშაულია!", "მოვითხოვთ კანონპროექტის მიღებას".

აქციის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტისთვის  გასაგზავნ ოფიციალურ წერილს მოაწერეს ხელი. 

კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2015  წლის 10 დეკემბერს მოხდა.  მისი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი მუხლებია  უკონტაქტო  პატრულირება/ქულათა სისტემა და სხვა  საგზაო შემთხვევების გამომწვევ სამართალდარღვევებზე სანქციების გამკაცრება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics