17:16 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 12:08:59, 598 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: სიტყვა დიასპორა შეიძლება, შეიცავდეს ტკივილსაც, სევდასაც, მაგრამ დიდი სულიერი ძალის მატარებელიცაა

სიტყვა დიასპორა ერთის მხრივ შეიძლება, შეიცავდეს ტკივილსაც, სევდასაც, მაგრამ ამავე დროს დიდი პოტენციის და სულიერი ძალის  მატარებელია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის,  ასევე დიასპორის წარმომადგენლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისში მიმდინარე დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, არა ერთი  უმნიშვნელოვანესი პიროვნება, რომელიც ქმნიდა ქვეყნის თვითმყოფადობას საქართველოს გარეთ, დიასპორის წარმომადგენელი იყო. 

„ჩვენ ვიცით, რომ შოთა მოღვაწეობდა იერუსალიმში, დავით გურამიშვილი ცხოვრობდა უკრაინაში. სულხან-საბას მიერ შექმნილ ძირითად ნაწარმოებს  თუ შევხდევათ,  ის ელჩი იყო, ათეულობით წელს ატარებდა საქართველოს გარეთ. ისინი არა მარტო ინარჩუნებდნენ ქართველობასა და თვითმყოფადობას, არამედ ქმნიდნენ კიდევაც ამ თვითმყოფადობას. ჩვენ გვჯერა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს, არიან ისეთები, რომლებიც  ქართულ თვითმყოფადობას შექმნიან“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის მუშაობა, რასაც ახორციელებს დიასპორის სამინისტრო.

„მხარდაჭერა მინდა გამოვუხატო  იმ მოქალაქებს, რომლებსაც ყველა დედაქალაქში ვხვდები ხოლმე. ნაწილობრივ ვიცი ის სირთულეები, რაც დგას დიასპორის  წინაშე. ნაწილობრივ მაქვს ამ სირთულეების მოგვარების შესაძლებლობა და მინდა, გითხრათ, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს, მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად ქვეყნის განვითარების საქმეში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, ფორუმს ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მთავრობის წევრები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics