|
2016-05-27 11:59:30, 568 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე, საგარეო უწყებაში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. უწყებას არც განცხადება, ან რაიმე ინფორმაცია არ გაუვრცელებია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გუშინ საღამოს, როდესაც რუსულ მედიაში ეს ინფორმაცია გავრცელდა „ექსპრესნიუსი“ კომენტარისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. უწყებამ აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსისგან“ შეიტყო. სამინისტრო ცნობებს ამ დრომდე ამოწმებს. ჩვენ მათ დღეს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით, გვითხრეს, რომ ინფორმაცია ისევ გადამოწმების ეტაპზეა. საგარეო უწყების პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკვე მოაწერეს ხელი ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა და ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ ანატოლი ბიბილოვმა. "ვხელმძღვანელობთ რა ოსი ხალხის გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომიდინარე და ვიღწვით რა სტაბილური საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციისთვის სამხრეთ ოსეთში, მხარს ვუჭერთ რეფერენდუმის ჩატარებას რუსეთთან შეერთების საკითხზე",- ნათქვამია დოკუმენტში. დოკუმენტის მიხედვით, რეფერენდუმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მერე გაიმართება. აღნიშნულს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მწვავე განცხადებით ეხმაურება.უწყების პრეს-მდივნის მარკ ტონერის თქმით, აშშ-ის პოზიცია უცვლელია და ის სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში განიხილავს. "კარგად იცით ჩვენი პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მასში შედის სამხრეთ ოსეთიც. ჩვენ არ ვაღიარებთ არც ერთ მცდელობას სამხრეთ ოსეთის მხრიდან დამოუკიდებლობის თაობაზე ან სუვერენიტეტის გამოცხადებაზე. ეს არის ისეთი რამ რასაც მხარს ვერასდროს დავუჭერთ", - განაცხადა ტონერმა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი მოჰყვა. ალექსეი პუშკოვი Twitter-ზე წერს, რომ შეერთებული შტატების მოსაზრებას ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)