08:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 18:05:30, 732 ნახვა

საზოგადოება
მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალურ ბინა-მუზეუმში ექსპოზიცია „ საქმე N4612“ გაიხსნა

მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალურ ბინა-მუზეუმში ექსპოზიცია „ საქმე N4612“ გაიხსნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუზეუმში წარმოდგენილია ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „გორგასლიანის“ ჩამოყალიბებისა და საქმიანობის ისტორია. ექსპოზიცია მოიცავს  ფოტო და დოკუმენტურ მასალას, რომელიც   1956  წლის მოვლენებს ასახავს და   საქართველოს უშიშროების არქივში დაცულ დოკუმენტებს ეყრდნობა.

ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია შვილთან, მოადგილეებთან, რაიონების გამგებლებთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

,,მერაბ კოსტავა იყო ადამიანი, რომელმაც უზარმაზარი საქმე გააკეთა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი ერთიანობისა და სულიერი სიმტკიცისთვის მის თანამებრძოლებთან და თანაგუნდელებთან ერთად. ჩვენ მოვედით, რათა სიმბოლურად, დღევანდელ დღეს, პირველ რიგში მის ხსოვნას მივაგოთ პატივი; მეორეს მხრივ, მივულოცოთ ჩვენს თანამოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, ის, რისთვისაც ბრძოლას  შეეწირა მისი სიცოცხლე. მუზეუმი წელს განახლდა. აქ განსხვავებულია გარემო, ის გამოფენა, რაც მუზეუმში წინა წლებისგან გაკეთდა. მუზეუმის ადმინისტრაციამ იმუშავა და ძალიან მნიშვნელოვანი, დღემდე უცნობი მასალა იქნა ამოღებული. საზოგადოებას შეუძლია ნახოს და გაეცნოს იმ დეტალებს, რაც დაკავშირებულია მერაბ კოსტავასთან და მის საქმიანობასთან’’,  - განაცხადა თბილისის მერმა.

„გორგასლიანი“  1956 წელს  დაარსდა.  წლის მიწურულს, თბილისის  ქუჩებში ორგანიზაციის წევრებმა კონსპირაციულად დამზადებული პროკლამაციების გავრცელება დაიწყეს. ისინი გმობდნენ  1956 წლის  9 მარტს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, საბჭოთა კავშირის მიერ სხვა ერებისათვის თავსმოხვეულ, ძალადობრივ პოლიტიკას, ასევე უნგრეთში წითელი ჯარის ინტერვენციასა და იქ  სახალხო, ანტისაბჭოთა გამოსვლების დარბევას.

ახალი ექსპოზიცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ეძღვნა. გარდა ამისა, 26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირისა და  „გორგასლიანის“ ერთ–ერთი წევრის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics