12:32 - 22 Jul, 2026
|
2016-05-26 15:06:59, 1235 ნახვა
კომენტარი
სუბარი: სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ეს დღე ბოლომდე სადღესასწაულო ვერ იქნება
„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე, ჩვენი წინაპრები ათასწლეულების განმავლობაში იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის“, - ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს დღე ვერ იქნება ბოლომდე სადღესასწაულო, სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. „ეს დღე ვერ იქნება ყოველთვის სადღესასწაულო, სანამ ჩვენი ტერიტორიები თუნდაც ერთი გოჯი მიწა ოკუპირებულია და სანამ თუნდაც ერთი დევნილი არის და თავის სახლში ვერ ბრუნდება. მალე დადგება ის დღე, როცა ქვეყანა იქნება გამთლიანებული და ყველას სახლში დაბრუნება შეეძლება“, - განაცხადა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)