15:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 14:44:31, 641 ნახვა

პოლიტიკა
ჩინეთში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავი მიღება გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაურმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ციან ხუნგშანმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

საქართველოს ელჩმა დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან საქართველოს განვითარების ძირითად მიღწევებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ჩინეთის სახელმწიფოსთან ურთიერთობის განვითარების კუთხით მიმდინარე პოზიტიურ დინამიკას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობას.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდენის 25 წლისთავთან დაკავშირებით  „აბრეშუმის გზის კომერციული პალატის" გენერალურმა მდივანმა ელჩს  ცნობილი ჩინელი მოქანდაკის," იუნესკოს მშვიდობისათვის მხატვრის"  სკულპტურა გადასცა.

მიღების ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდენის 25 წლისთავთან დაკავშირებით ასევე გაიმართა ფოტო -გამოფენა.

ღონისძიებას დაესწრნენ ჩინეთის სახელმწიფო სტრუქტურების, ჩინეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, რეგიონების, სამეცნიერო და ბიზნესის სფეროსა და მასმედიის წარმომადგენლები, ჩინეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები და ქართველი სტუდენტები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics