|
2016-05-25 22:29:16, 571 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: მოვლენები, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ხდება, გვიქმნის წარმოდგენას, რა ხდება საოკუპაციო ხაზს მიღმა
საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა, საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად, მიიღო. დისკუსიის მონაწილეები დაინტერესდნენ საქართველოს დასავლური კურსის მიუხედავად, რეგიონში მომძლავრებული პრორუსული განწყობების ფონზე, როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის დასავლური განწყობების ერთიანობის შენარჩუნებას. დისკუსიაზე ასევე დაინტერესდნენ, რა პოლიტიკას აწარმოებს საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, არავინ ფიქრობდა, რომ საქართველოს სტრატეგიული მოთმინება იქნებოდა მარტივი. „პირველი - გვჯერა, რომ საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა ერთადერთი არჩევანია. მეორე - გვჯერა, რომ ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ საქართველოს მისწრაფების გაძლიერება შექმნის მომავალში დარწმუნების მექანიზმს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. და მესამე - ვხედავთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ მეტი შესაძლებლობა შერიგებისთვის, კავშირების აღსადგენად, ამიტომ ავლებენ მავთულხლართებს, საზოგადოების შერიგების შესაძლებლობების შემცირებისათვის". - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გეგმავს შექმნას უკეთესი პერსპექტივა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის. შესთავაზოს ყველა ის შესაძლებლობა, რაც ჩვენ გვაქვს. გვქონდეს შეთანხმება ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. „ძალიან რთულია, აუხსნა შენს მოსახლეობას, რომ ისინი ისჯებიან სამხედროების მიერ კამერების წინ. რთულია, გაუმკლავდე ამ პრობლემას. მოვლენები, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ხდება, გვიქმნის წარმოდგენას, რა ხდება საოკუპაციო ხაზს მიღმა. ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი გადაწყვეტილების არაღიარების პოლიტიკის მიმართ, რაც კითხვის ქვეშ არ დგას", - აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის განცხადებით, ლტოლვილების მშვიდობიანად დაბრუნების საკითხზე საქართველოს კონსენსუსი მიღწეული აქვს საერთაშორისო დონეზე. „საბოლოოდ საქართველო იქნება სუვერენული და მისი საზღვრები იქნება დაურღვეველი. რა თქმა უნდა ამას დაჭირდება დრო და მოთმინება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)