15:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 22:00:54, 638 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დელეგაციას ვარშავის სამიტზე გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს

"საქართველოს დელეგაციას ვარშავის სამიტზე საქართველოს პრეზდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრეზიდენტმა მოიწვია, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ ვარშავის სამიტი იქნება. 

„როგორც მოგეხსენებათ, ივლისის დასაწყისში იმართება ვარშავის სამიტი. საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრეზიდენტრი გიორგი მარგველაშვილი. ვარშავის სამიტის წინ აუცილებლად იქნება მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა, რადგან სწორედ უშიშროების საბჭოს ფორმატია ამ საკითხების განსახილველი ფორმატი. უკვე მიმდინარეობს მზადება ამისთვის. მზადება დაწყებულია სამიტისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავივლით საკითხებს. აუცილებლად იქნება უშიშროების საბჭოს სხდომაზე რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე მსჯელობა და ასევე იმ ინციდენტზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა ხურვალეთში. საქართველოს პრეზიდენტი როგორც მოგეხსენებათ იმყოფებოდა სტამბულში, სადაც მსოფლიო ლიდერებს ძალიან მაღლი ტრიბუნიდან მოახსენა ამ ინციდენტის შესახებ“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა. 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics