06:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 18:54:59, 512 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად გიორგი კობერიძე დაინიშნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გიორგი კობერიძე  უხელმძღვანელებს. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. 

გიორგი კობერიძე 2003-2007 წლებში სწავლობდა ჰუმანიტარული უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტზე,  2014-2015 წწ  იკავებდა  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, 2013 -2014 წწ იყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ და ოპერირების საკითხებში, მანამდე კი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე  კომერციულ საკითხებში,  2005 -2012 წწ მუშაობდა შ.პ.ს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”(GWP) -ში სხვადასხვა საკვანძო თანამდებობაზე.

გიორგი კობერიძემ თანამდებობაზე ნუგზარ ხუციშვილი შეცვალა, რომელიც კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად  2016 წლის 9 თებერვალს  დაინიშნა და ამ მოვალეობას დღემდე ასრულებდა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics